понедельник, 3 июля 2017 г.

მეცხრე ტრენინგდღის რეფლექსია

მეცხრე დღემ აქტიურად ჩაიარა, გადავხედეთ ჩვენს ნამუშევრებს, შევამოწმეთ, გადავიტანეთ დრაივზე და გავამზადეთ ბლოგზე ასატვირათად. ვთვლი , რომ ინტელის ტრენინგები იყო დროული და საინტერესო სასწავლო პროცესის უკეთ დასაგეგმად.

მერვე ტრენინგ დღის რეფლექსია

მერვე დღემ აქტიურად ჩაიარა, გავიხსენეთ სალაიდების ატვირთვა ბგლოზე. გავეცანი კოლეგების პრეზენტაციებს და გავაკეთე კომენტარები, განვიხილეთ ფასილიტაცია-მოსწავლეთა ინტერვიუსათვის და კვლევისათვის,
ვთვლი, რომ დღე საინტერესო იყო.

воскресенье, 2 июля 2017 г.

პრეზენტაცია-ბათუმის მოვლენები


მეშვიდე ტრენინგ დღის რეფლექსია

მე-7 სამუშაო დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა, შევქმენით რეზენტაციის შაბლონი, ვიმუშავეთ საჭირო მასალების ინტერნეტიდან  მოძიებაზე,  მასალის გადმოწერაზე, სლაიდის  შექმნაზე , დავიცავით საავტორო უფლებები, მიუთითეთვ შესაბამის  ბმულები.
ვთვლი რომ დღე ძალიან პროდუქტული და შინაარსობრივი იყო.

среда, 28 июня 2017 г.

მეექვსე ტრენინგ დღის რეფლექსია

ტრენინგის მეექვსე დღე ძალიან ნაყოფიერი იყო. დღეს ვიმუშავე მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საბაზისო უნარჩვევების სტრატეგიებზე, დაწვრილებით გავწერეთ პროექტის სასწავლო პროცედურები/პროექტის მიმდინარეობა. ასევე დაწვრილებით გავიარე მოსწავლეთა დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიები. რთული და უცხო ცემთვის ამაში არაფერი არ იყო.

воскресенье, 25 июня 2017 г.

მეხუთე ტრენინგ დღის რეფლექსია

გავაგრძელე შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე მუშაობა. შევარჩიე პროექტის მიმდინარეობისა და პროექტის დასრულების შემდეგ გამოსაყენებელი მეთოდები და ინსტრუმენტები. როგორც მოსწავლემ შევავსე პროექტის კონფერენციის კითხვებზე პასუხები. შევქმენი მოსწავლის საბოლოო ნამუშევრის შეფასების რუბრიკა. მზა მასალები ავტვირთე გუგლის დისკზე.

суббота, 24 июня 2017 г.

მეოთხე ტრენინგდღის რეფლექსია

მეოთხე სამუშაო შეხვედრამ საინტერსოდ ჩაიარა. ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, შეფასების სტრატეგიებზე და ინსტუმენტებზე. გამოვიყენეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები და ინსტრუმენტები პროექტში.
ვთვლი, რომ ტრენინგი მნიშვნელოვანი და საინტესო იყო.

среда, 21 июня 2017 г.

მესამე ტრენინგდღის რეფლექსია

ვთვლი, რომ მესამე სამუშაო შეხვედრა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩემი პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისათვის. დეტალურად განვიხილეთ სასწავლო პროექტში მიზნების ჩამოყალიბების სწორი გზები და შესაბამისობა ესგ–სთან.
 ტრენინგზე არის პოზიტიურ გარემო, რაც ნამდვილად ზრდის ჩართულობას და ინტერესს.

воскресенье, 11 июня 2017 г.

პირველი მოდულის რეფლექსია

ინტელის ტრენინგის პირველი მოდული დაეთმო პროექტებით სწავლებას. გავეცანი ტრენერის მიერ მოწოდებულ მასალას, რომელის ნამდვილად გამომადგება ჩემს პრაქტიკულ საქმიანობაში. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პროექტით სწავლება აუცილებელი ფაქტორია მოსწავლეთა ცოდნის გააქტიურების და სიღრმისეილი წვდომისათვის. ტრენერი ყოველთვის ახაერხებს პოზიტიურ და მოსახერხებელი გარემოს შექმნას, რაც თითოეული პედაგოგისათვის ძლიერი სტიმულია თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენისათვის.